ვინ ცდილობს საქართველოში ფაშისტური მეთოდებით მეცნიერების განადგურებას?

პროფესორმა დემურ გიორხელიძემ სოციალურ ქსელში აღშფოთებით დაწერა:

“მინდა პორტრეტები იმ ადამიანებისა, სამეცნიერო ნაშრომში რუსული სამეცნიერო ლიტერატურის მითითება რომ აკრძალეს.

დამანახეთ ამ დეგენერატის სახე!
დამანახეთ ამ ბნელეთის მოციქულის სახე!
აშკარად ვითომ “ორიენტირებული” იქნება თანაც… აშკარად ვითომ დასავლეთზე…

ვინ ცდილობს საქართველოში ფაშისტური მეთოდებით მეცნიერების განადგურებას?

არადა, ასეთი სიბნელე დასავლეთში ცივი ომის დროსაც არავის მოსვლია აზრად, –
დასავლეთი მეცნიერებაზე და რაციონალურ სამართალზეა აგებული და არა იდეოლოგიაზე, მით უფრო ტოტალიტარულ იდეოლოგიაზე.

ეს ბნელები აშკარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ “პრივილეგირებული” “ლიბერალური” მსოფლმხედველობის “პრესტიჟულ-რეიტინგულ” (მეტიმც თქვენ რა გითხრათ!) უნივერსიტეტებიდან იქნებიან…აშკარაა!

როცა ცარიელი ადგილი ხარ,
ორიენტაციასა და პროგრესს შეფარვით უაზრობით ანაცვლებ და მასში იმალები, თუმცა,… რომ მოგიჩანს…?! :)

p.s.
მეცნიერებისადმი დამოკიდებულება საქართველოში საერთოდ სავალალო იყო და ახლა უკვე დანაშაულებრივი ხდება”.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ბატონ დემურს და ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ. ბ-მა დემურმა გვიპასუხა, რომ მას ინფორმაცია დოქტორანტებისგან აქვს. ოფიციალური დოკუმენტი რუსული წყაროების არ-გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ არსებობს არაფორმალური ინსტრუქცია, რომ რუსულენოვანი ლიტერატურა სამეცნიერო ნაშრომებში არ იქნას გამოყენებული. გიორხელიძემ ასევე აღნიშნა, რომ სილაბუსები ისეა შედგენილი, რომ თავისთავად გამოირიცხება რუსული და რუსულენოვანი ლიტერატურის გამოყენება.

„ასეთი რამ მეცნიერის თავში არ შეიძლება, გაჩნდეს. ეს აშკარად იდეოლოგიზირებული იდიოტების მოფიქრებულია!“ – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ “ნიუსფრონტ-საქართველოსთან” საუბარში.

ბატონი დემურის განცხადებას გამოეხმაურა მოქალაქე ნინო კაკაბაძე:

“ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამჭირდა რუსული გამოცემა და იცით რა მიპასუხეს? რუსული გამოცემები ყველა გადატანილია ქუთაისშიო ეს იყო 2018 წელს ნეტავ ეს “ბრძნული” გადაწყვეტილება ვის გონებაში გადაწყდა”.

ამაზე დემურ გიორხელიძემ აღნიშნა: “იმიტომ არის ეროვნული ბიბლიოთეკა ნეოლიბერალური სიბინძურის პროპაგანდისტი და არა კულტურისა და მეცნიერების განვიტარების ხელშემწყობი”.

მართლაც და ფაშისტური მეთოდები გამოიყენება რუსული ენის წინააღმდეგ, რაც რუსეთს არა, მაგრამ საქართველოს ძირს უთხრის! კარგია, რომ ამ თემაზე განგაშს ისევ ქართველები სტეხენ.