ივანიშვილი შავ ზღვაზე ამერიკელების ყოფნის წინააღმდეგია?

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო” დააფუძნა, ნიკა გვარამიას “მთავარ არხთან” საუბარში განაცხადა:

ივანიშვილი შავ ზღვაზე ამერიკელების ყოფნის წინააღმდეგია?

“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს [ანაკლიის] პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.”

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი ხაზარაძის ნათქვამი სიმართლეა, აუცილებელი არ არის, რომ ივანიშვილი გულწრფელად დარდობს გეოპოლიტიკაზე. თუმცა, ამავე დროს, გამოდის, რომ “ქართული ოცნების” ლიდერს თეორიულად მაინც აქვს გაცნობიერებული, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს და არ დაუშვებს ამერიკელების დაფუძნებას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თავის საზღვართან უშუალო სიახლოვეს.