პაატა სალია სარჩელის გაცნობამდე კომენტარს არ აკეთებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელის შინაარს გაეცნობა.

პაატა სალია სარჩელის გაცნობამდე კომენტარს არ აკეთებს

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მას რაიმე სამართლებრივი კვალიფიციური კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. „მე არ ვიცი სარჩელის შინაარსი, შესაბამისად ახლა რამე კვალიფიციური სამართლებრივი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სარჩელის შინაარსი მეცოდინება, ალბათ, ამის შემდგომ გავაკეთებ კომენტარებს. მე არც ის ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მხარე ამ დავის. რაც შეეხება ზოგადად შანსებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“,-განაცხადა პაატა სალიამ.

მოძრაობა „ლელოს“ წევრის, იურისტის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, .ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოჟორიძემ განუცხადა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, ასევე მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.შესაბამის სარჩელს კოჟორიძე, აქიმიძე და დვალი 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანე