დონეცკი: ექიმები ყველასათვის ექიმები არიან

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) სამედიცინო დაწესებულებებმა სამედიცინო დახმარება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ 4 ათას ადამიანზე მეტს აღმოუჩინეს.

დონეცკი: ექიმები ყველასათვის ექიმები არიან

ამის შესახებ 17 ოქტომბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ოლგა დოლგოშაპკომ განაცხადა.

დონეცკში მოქმედებს დონბასის მოსახლეობის გაერთიანების პროგრამა და ეს დახმარება სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა. 2017 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს უკრაინის მიერ კონტროლირებული დონბასის რეგიონის მცხოვრებლებს, ნებისმიერი სახის დახმარება მიიღონ დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

პროგრამის ეფექტურობა პრაქტიკამ დაადასტურა.