რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება დონეცკსა და ლუგანსკს

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მორიგი, რიგით 87-ე ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა დონბასის მთავარ ქალაქებში – დონეცკსა და ლუგანსკში.

რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება დონეცკსა და ლუგანსკს

დონბასის მოსახლეობამ რუსეთიდან ამჟამად ბავშვთა კვების პროდუქტები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ჩაიტანეს 5760 შეფუთვა საკვებისა ბავშვებისთვის ასაკით ერთ წლამდე და 15360 ერთეული შეფუთვა ბავშვებისთვის ასაკით ერთიდან სამ წლამდე.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინას ბლოკადაში ჰყავს მოქცეული, რუსულ ჰუმანიტარულ დახმარებას მშვიდობიანი ადამიანების გადასარჩენად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.