საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოება დაბლოკა

საათების მანძილზე გაგრძელდა დებატები  ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში, სადაც ევროკავშირში მიღების თემაზე ჩრდილო მაკედონიასა და ალბანეთთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოება დაბლოკა

დებატები უშედეგოდ დასრულდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა იტალიის და რიგი აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან საფრანგეთი ბლოკავს ამ მოლაპარაკებების დაწყებას. იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მაკრონის პოზიციას “ისტორიული შეცდომა” უწოდა. ევროდიპლომატები კი “შფოთდებიან” და ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მაკრონის პოზიცია არ მოსწონთ.

ბელგიის მთავრობის მეთაური შარლ მიშელი, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ამ საკითხს “მნიშვნელოვან სტრატეგიულ თემად” მიიჩნევს.

საფრანგეთი არ იზიარებს კრიტიკას, იუწყება სააგენტო “როიტერსი”.