ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა, რომ აღიარონ უკრაინის მოხალისეთა ბატალიონი «აზოვი» ტერორისტულ ორგანიზაციად, მოწმობს უკრაინისგან აშშ-ის ისტებლიშმენტის დაღლილობაზე — მიიჩნევენ  ექსპერტები.  ამავე დროს, ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი ინიციატივები კიევს არ შეაცვლევინებს თავისი დამოკიდებულებას ამ და სხვა მსგავსი ნეონაცისტური ჯგუფების მიმართ, რადგან უკრაინის ხელისუფლებას რადიკალებთან კონფლიქტის ეშინია.

მანამდე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი გაუგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლითაც უკრაინული მოხალისეთა ბატალიონი «აზოვი» აღიარებულ იქნას უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. ინიციატივის ავტორია კონგრესმენი ნიუ-იორკის შტატიდან კონგრესის მაქს როუზი. წერილს ხელი მოაწერა 40-მა კონგრესმენმა, რომელთა შორისაა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, დემოკრატი ელიოტ ენგელი.

კონგრესმენები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ «აზოვი» განსაკუთრებულად რადიკალური განწყობის ნეონაცისტებს ითვლის თავის რიგებში. «აზოვს» ირიბი კავშირი აქვს ახალ ზელანდიაში, «ქრისტეს ეკლესიაში» მომხდარ ტერორისტულ აქტთან, ვინაიდან ტერორისტმა თავად განაცხადა, რომ «აზოვში» ირიცხებოდა და ამ ბატალიონის სიმბოლიკა გამოიყენა. ამავე ტერორისტის გავლენით, მოხდა ტერაქტები ამერიკაში — პოუეისა და ელ-პასოში, — მიიჩნევენ მიმართვაზე ხელის მომწერი ამერიკელი კონგრესმენები.