მაკრონის სათხოვარი პუტინისადმი

პრესაში კურსირებს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში სთხოვა კოლეგას, რომ იგი დათანხმდეს გარკვეულ დათმობას უკრაინის პრეზიდენტ ვ. ზელენსკისთან მიმართებაში, რადგან ეს უკანასკნელი პოლიტიკურად რთულ ვითარებაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მას პირობითი “ომის პარტია” დაუპირისპირდა ქვეყნის შიგნით.

როგორც ჩანს, დაპირისპირებული ძალების დაშორიშორება დონბასში, შეთანხმების მიუხედავად, ამ მიზეზით ვერ შედგება.

მაშ, რა დათმობას უნდა დაყაბულდეს ვლადიმირ პუტინი? იგულისხმება ნორმანდიის ფორმატის შეხვედრა, რომელიც უკრაინის შიდა ამბების გამო მძევალია უკრაინის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯებისა. თუკი პუტინი თანხმობას მისცემს შეხვედრაზე წინასწარი პირობების რეალიზების გარეშე, ყირიმის საკითხი არ გაჟღერდება – ჰპირდება პუტინს მაკრონი.

შეხვედრა, თავისთავად, არავის არაფერს ავალდებულებს, შედეგების თვალსაზრისით. მაგრამ მაკრონს სჭირდება პუტინის თანხმობა გარეგნული ეფექტისათვის, რათა ზელენსკი უკრაინის შიგნით დიპლომატიურად ზურგგამაგრებული წარსდგეს.

“ნიუსფრონტი”.

კომენტარები:

კომენტარის დამატება