აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ორმხრივ აზერბაიჯანულ-რუსულ თანამშრომლობაზე, ასევე დსთ-ის საკითხებზე ისაუბრა. ალიევმა განსაკუთრებით აღნიშნა 2020 წლის 9 მაისისთვის — ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნისათვის მზადება, რომელიც დსთ სახელმწიფო მეთაურთა აშხაბადის სამიტზე იქნა განხილული.

ილჰამ ალიევი მტკიცედ და ცალსახად გამოხატავს პოზიციას: «ჩვენ, აზერბაიჯანში, აქტიურად ვემზადებით დიდ სამამულო ომში გამარჯვების თარიღისათვის, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება! აზერბაიჯანი ამ თარიღს სახელმწიფო დონეზე აღნიშნავს. 9 მაისი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ზეიმია, რომელიც აღადგინა ჰეიდარ ალიევმა, როდესაც იგი ქვეყნის მეთაურად დაბრუნდა. სამწუხაროდ, წინა, «სახალხო ფრონტის» ანტიხალხურმა ხელისუფლებამ, ეს თარიღი კალენდარიდან წაშალა და ცდილობდა, ჩვენი ხალხის მეხსიერებიდანაც წაეშალა, ომის ვეტერანებისადმი კი პატივისცემას არ ავლენდა».

კაცმა რომ თქვას, ეს ვითარება ძალიან ჰგავს საქართველოს ვითარებას, ოღონდ არა მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისის, არამედ დღევანდელი საქართველოს ვითარებას!

ვიდეო (იხ. 1:42 წთ-იდან):