ტვ «იმედი» იძულებულია, როგორც სახელისუფლებო ტელევიზია, ტრენდის წინააღმდეგ წავიდეს და ეკლესიის მხარეს დადგეს, თორემ «გეების» რეკლამით, რუსოფობიით და სხვა მსგავსი «სიკეთეებით» ეს ტელევიზია ნებისმიერ მიშისტურ ტელევიზიაზე შორს მიდის ხოლმე.

ამჯერად გთავაზობთ ეკლესიის პრობლემებისადმი მიძღვნილ გადაცემას, რომელიც რიგ სწორ მოსაზრებებს შეიცავს, თუმცა კი სიმართლეს ბოლომდე არ და ვერ ამბობენ.

ნიკოლოზ ლალიაშვილი: 20 ივნისს ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ახლა უკვე ჩავარდა საეკლესიო გადატრიალების მცდელობა

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ისე ჩავარდა, რომ მან არათუ თანგრძნობა არ გამოიწვია, არამედ სასწაულებრივად გააერთიანა ერი და ბერი“

„20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალებაში, პრაქტიკულად კრიმინალურ მოქმედებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო წარმოეჩინა ის ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული თანაგრძნობა, ეს იყო ახალგაზრდები, მაგალითად, მაკო გომურის ფიგურა, რომელმაც თვალი დაკარგა და მერე „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებდა მისი პერსონით“

„საპირისპირო რაღაც ხდება დასავლეთში, იქ ტრენდშია უკვე კონსერვატიული შეხედულებები, იმარჯვებენ კონსერვატიული ძალები, ასე რომ, ამაშიც აცდენილი არიან ჩვენი ლიბერალები გლობალურ ტრენდებს“.