ლიბიაში მალე შეიძლება სამხედრო ვითარება შეიცვალოს, რადგან კერძო სამხედრო ფირმის სტატუსით, იქ რუსი მებრძოლები — სნაიპერები ჩავიდნენ. რუსი სნაიპერები ზუსტად მუშაობენ და შანსს არ უტოვებენ პროამერიკულ ბანდებს:

«თუკი აქამდე აზიზიას ჰოსპოტალში ჩვენი მებრძოლები ღია ჭრილობებითა და დამტვრეული კიდურებით შემოყავდათ, ახლა სხვა სურათს ვხედავთ — ვიწრო ღრმული თავში ან ტანში ტყვიებისგან, რომლებიც მოხვედრისთანავე კლავენ ადამიანს და არ გადიან სხეულიდან» — იუწყება გაზეთი The New York Times.

ბოევიკების თქმით, ეს რუსი სნაიპერების ნაუშევარია. გასვლითი ჭრილობის არარსებობა რუსების მიერ სხვა ადგილებში გამოყენებული «ხელწერაა» — აღნიშნავს სტატიის ავტორი დევიდ კირკპატრიკი. მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ლიბიაში 200 მებრძოლი ჩავიდა ბოლო 6 კვირის მანძილზე და ეს მისი ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის განვრცობას ემსახურება.