თითქოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ვიყოთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო «ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე» ზრუნავს — ოჯახების ჯანმრთელობის ნაცვლად, ხოლო წამლების გაიაფების ნაცვლად კი კონტრაცეპტივების დარიგებას გეგმავს.

ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის კონტრაცეპტივების უფასოდ გაცემის საკითხზე მუშაობს. AMBEBI.GE-ს ცნობით, 2017 წელს დამტკიცებული „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის“ მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დაფინანსება იმისთვის, რომ სპეციალურ სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ქალებს, კონტრაცეპტივები უფასოდ გადაეცეს.

დოკუმენტის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელმაც სტრატეგიის მთავარ მიზანს, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უნდა შეუწყოს ხელი.

ამ საკითხზე მუშაობის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.