ლევან ვასაძე ,რომელიც ვერის პარკში მივიდა, უკვე დაიძრა მომხრეებთან ერთად კინოთეატრისკენ.სადაც ფილმის «და ჩვენ ვიცეკვეთ» გაშვების მოწინააღმდეგე საზოგადოებაა შეკრებილი.

შეგახსენებთმ,რომ ლევან ვასაძემ  ვერის პარკში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში გამწვავებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფილმის პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროგრამის გვირგვინია.

«ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისაგან, სინამდვილეში აღმოჩნდა მეორე ტოტალიტარული იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობარული ლიბერალიზმი ჰქვია.

სრულიად უკონტროლო, აღვირახსნილი პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცეველად ანადგურებს ჩვენს ერს. სანამ დღევანდელი დღე დაბნელდება, ქართველები ისევ 150 კაცით მეტს დავასაფლავებთ, ვიდრე დავბადებთ და ასე ვართ ყოველ დღე ამდენი წელია.

ახლა მკითხავთ, რა შუაშია იმ საშინელ ფილმთან ეს ყველაფერი. იმ შუაშია, რომ ეს არის გვირგვინი ამ პროგრამისა, რომელიც ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი ახალგაზრდობის გადაჯიშებისა და გადაგვარებისა, ყოველგვარი სიბინძურის, სიმახინჯის და გარყვნილების დაუღალავი პროპაგანდა,»- განაცხადა ლევან ვასაძემ.