დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან შეერთება სურს

ასეთი სურათი იკვეთება გამოკითხვის შედეგად, რომელიც დონბასში უკრაინულმა გამოცემამ “ზერკალო ნედელი” და “უკრაინის მომავლის ინსტიტუტმა” ჩაატარეს.

სოციოლოგების ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობის 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს რესპუბლიკები რუსეთის ნაწილი უნდა გახდნენ, 13,4 პროცენტის აზრით, ასევე რუსეთის ნაწილი, ოღონდ განსაკუთრებული სტატუსით. ჯამში 64,4% გამოკითხული მოსახლეობისა ემხრობა დონბასის რუსეთში შესვლის იდეას.

უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნების მომხრეა 5 პროცენტზე ოდნავ მეტი გამოკითხული, ხოლო კიდევ 13 პროცენტნახევარი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინასთან შეერთება განსაკუთრებული სტატუსით.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება