ქუთაისის «მეგა ტვ»-მ სახელდახელო ქუჩის გამოკითხვა მოაწყო პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ტალღის შესახებ ხალხის აზრის გასაგებად. კორესპონდენტი ცდილობდა, პატრიარქის საწინააღმდეგოდ რამე ეთქმევინებინა რესპონდენტებისთვის, მაგრამ ხალხის — მორწმუნის თუ არამორწმუნის, პოზიცია ცალსახაა: პატრიარქ ილია მეორეს სრული მხარდაჭერა აქვს.