და მაინც, რატომ შეათეთრეს რუსებმა ქართული ფრესკები?!

რუსოფობული “ნარატივებიდან” ერთ-ერთი მთავარი არის რუსების მიერ, რუსეთის იმპერიის ეპოქაში, ქართულ ტაძრებში ფრესკების შეთეთრება – თითქოს რუსები ქართულ ისტორიას ებრძოდნენ და ხალხს უმალავდნენ ისტორიულ ფრესკებს.

ეს აბსურდული ბრალდებები “ეროვნული მოძრაობის” ხანიდან ისმის. მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს რუსების მოტივი ქართული ისტორიის განადგურება იყო. ეს დაადასტურა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე იოანე გამრეკელმაც, რომელმაც თავის პირველ ქადაგებაში, ბაგრატის ტაძარში, ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ბრძანა:

“რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ვიზიტის დროს, გზაზე, სადაც მას უნდა გაევლო და დაზიანებული მხატვრობა სადაც იყო ეკლესიაში, იქ გადაათეთრეს კედლები, რომ საყვედური არ მიეღოთ, რადგან როდესაც დაზიანებულია ფრესკები, ან უნდა აღდგეს, ან გადაიშალოს და თავიდან დაიხატოს. ანჩისხატში რომ მიხვიდეთ თბილისში, ძველი მხატვრობა გადალესილია და ხელახლა მოხატულია, ესეც რუსეთის ბრალია? თუ მხატვრობას ებრძოდნენ, მაშინ სხვა ეკლესიებშიც ასე მოიქცეოდნენ”– აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება