შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) სტილით მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, სახელგანთქმული ჰაბიბ ნურმაგომედოვი ამერიკელ ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისათვის ემზადება, თუმცა ბრძოლის გამართვის შესახებ კონტრაქტი გაფორმებული ჯერ არ არის.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჰაბიბს, ფერგიუსონთან ბრძოლის შემდეგ ვისთან სურს დაპირისპირება, რაზეც რუსეთის წარმომადგენელმა უპასუხა:

«თქვენ ახლა ძალიან შორს გაიხედეთ. მართალი გითხრათ, არ მიყვარს ასე შორს მიმავალი გეგმების აგება. მე ყოველთვის რეალურად ვუყურებ ვითარებას. ჯერ ტონი ფერგიუსონთან ბრძოლამდე უნდა მივაღწიო. იქამდე კიდევ ხუთი თვეა. ასე რომ, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ შეიძლება, უკვე არც არაფერი იყოს».

ჰაბიბს მმა-ს ორთაბრძოლებში 28 შერკინებიდან 28 გამარჯვება აქვს.