რუსთაველის გამზირზე “პროპორციული” მომიტინგეების გამო 50 წლის კაცი დაიღუპა

გთავაზობთ “ექსკლუზივნიუსის” მიერ 19 ნოემბერს საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას, უცვლელად: თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა.

სასწრაფოს ბრიგადას 18 ნოემბერს რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ.

თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე თქმით, ექიმები გამოძახებაზე დაგვიანებით, ფეხით მივიდნენ, მანამდე კი პაციენტი საპატრულო ეკიპაჟის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი თამარ ნინიძე ამბობს, მე-6 სკოლასთან დატოვეს მანქანა და აღჭურვილობის წაღებაში პოლიცია დაეხმარათ, თუმცა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები:

კომენტარის დამატება