…და ვერც ვერაფერს იტყვის, სანამ რუსეთისკენ არ გადადგამს პირველ ნაბიჯს და მეზობელი სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელობას არ დაელაპარაკება. ექიმი გაფრინდაშვილის საქმე ერთი ეპიზოდია მხოლოდ. გახარიას აკისრია უდიდესი მისია, ხალხის მოლოდინი გაამართლოს და, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დაიწყოს ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან.

ნაცვლად ამისა, ურთიერთობები რუსეთთან ჩიხშია შესული, რადგან პრემიერმინისტრიც გარშემორტყმულია რუსოფობებით, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელია ირაკლი ჩიქოვანი (მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ახლა უკვე პრეს-სპიკერიც — იხ. ვიდეო ქვევით).

«საოკუპაციო ძალებს» რაც შეეხებათ, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბ-ნი გაფრინდაშვილი მშვენივრად არის და მის ჯანმრთელობას და მორალურ სიჯანსაღეს არაფერი ემუქრება.