«ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი შალვა ნათელაშვილი შთამბეჭდავად მიმართავს ბიძინა ივანიშვილს «მობილურზე» ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით — შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, აშშ-ის დედაქალაქიდან, რომელიღაც შენობის, სავარაუდოდ, სახელმწიფო ორგანიზაციის, დერეფანში მდგომი. როგორც ჩანს, ბ-ნი ნათელაშვილი ფიქრობს, რომ მას უფრო მძლავრი ლობისტები ჰყავს ამერიკაში, ვიდრე მილიარდერ ივანიშვილს.

«მიდი, შალვა!» , «შენი იმედი გვაქვს!» , «იმედი ჩამესახა, ბატონო შალვა!» , «გენაცვალე, შალვა!» — ასე ამხნევებენ ნათელაშვილს თავისი მომხრეები ვიდეორგოლის ქვეშ განთავსებულ კომენტარებში.