რუსეთის სახელმწიფო არხის ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მონაწილე პოლიტოლოგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა: უკრაინელმა ჟურნალისტმა ვასილ ვაკაროვმა ამერიკელი პოლიტოლოგი გრეგ ვაინერი მოისროლა და ძირს დაანარცხა.

ვაკაროვი მიიჩნევდა, რომ ამერიკამ უკრაინას ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა, მან გააპროტესტა აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელიც უკრაინის საქმეებში უხეშად ერევა და წინააღმდეგია, უკრაინის ექს-პრეზიდენტი პოროშენკო პასუხისგებაში იქნას მიცემული, პრეზიდენტის პოსტზე 150-მილიონიანი დოლარის ქრთამის აღების გამო.

ამის საპასუხოდ, ვაინერმა ურჩია უკრაინელს, «შეეხვეწოს კეთილ ელჩს», რომ პოროშენკო დაპატიმრებულ იქნას.

ვაკაროვმა ვაინერის ეს რეპლიკა პროვოცირებად აღიქვა და ამერიკელი შთამბეჭდავად დაანარცხა ძირს. გადაცემა დროებით შეწყდა, ვაკაროვი მოედნიდან (სტუდიიდან) გააძევეს, ვაინერი — მოასულიერეს.