„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის» ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

კუპრავა ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა.

როგორც ცნობილია, ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.