საზოგადოებამ უკვე უწყის «ნაცხროვის» მორიგი ბარბაროსობის შესახებ, როდესაც მკრეხელურად გადაკეთებული ხატების პარალელურად, მიტინგზე წიგნებიც მიიტანეს — გაბოროტებული უმეცარი იმბეცილების ორგანიზმის გასათბობად.

ტელევიზიით («რუსთავი2»-ის საინფორმაციო გადაცემა 13:00 საათზე) აჩვენეს ერთი წარბებდაპუტული ქალი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი მიტინგზეა და ვინაიდან პოლიცია შეშის მოტანის უფლებას არ იძლევა, მან თავად საბჭოთა კავშირში გამოცემული წიგნები მოიტანა ცეცხლში დასაწვავად — შვილის და მისი ამფსონების გასათბობად.

«ამათ ცოდნა თავში აქვთ, წიგნი აღარ ჭირდებათ» — განაცხადა «მზრუნველმა დედამ» და დასაწვავად მოტანილ წიგნებს შორის რეპრესირებული ქართველი მწერლის შესანიშნავი ისტორიული რომანი «გმირთა ვარამიც» გამოაჩინა.