უკრაინაში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, კუჩერიევის სახელობის «დემოკრატიული ინიციატივის» ფონდისა და კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ.

უკრაინის მოქალაქეთა 62% პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი პოლიტიკური გუნდის პირველ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

უკრაინელებს ზელენსკის პოლიტიკაში, პირველ ყოვლისა, მოსწონთ მისი ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებები დონბასის გარშემო (ამ საკითხში ზელენსკის 75%-ის მხარდაჭერა აქვს, მხოლოდ 15%-ია წინააღმდეგი), ასევე ჯარების დაშორიშორება (59% მომხრე 26% მოწინააღმდეგე).

სწორედ რუსეთთან დაახლოებისა და ურთიერთობის დარეგულირების იდეა შეიძლება გახდეს უკრაინის სტაბილიზაციისა და განვითარების საწინდარი, მით უმეტეს, რომ ევროკავშირი და ნატო ამ ქვეყნის თავის რიგებში მიღებას არ აპირებენ. უკრაინის მოსახლეობა ამ ფაქტს თანდათან აცნობიერებს და თავის ისტორიულ მდგომარეობას — რუსეთთან კავშირს, ნელა, მტკივნეულად, მაგრამ უახლოვდება.