საქართველოში «დამოუკიდებლობის მოპოვების» შემდეგ დამკვიდრებული ტრადიცია — როდესაც მოსკოვი ვაშინგტონმა ჩაანაცვლა და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს ვაშინგტონში უჩივის, — გრძელდება.

საქართველოში მოქმედი ამერიკული ორგანიზაციების «NDI» და «IRI»-ის მძაფრი კრიტიკისას ბიძინა ივანიშვილმა ტვ «იმედზე» ნიკა ლალიაშვილთან საუბარში განაცხადა:

„არ გამოვრიცხავ ღია წერილით საჯაროდ მივმართო კონგრესს, გნებავთ სენატს, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ?!»…

«ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკის ინტერესებს!» — მკაფიოდ დასძინა ივანიშვილმა.

კარგი იქნება, ბატონი ბიძინა «ცეკას» იმასაც თუ ეტყვის, რომ ყველაზე მეტად ამერიკის იმიჯი გეი-პროპაგანდამ დააზარალა, რომელიც ისევ ამერიკიდან მოდის; ჩვენ, «კრემლის პროპაგანდად» შერაცხული ადამიანები არაფერ შუაში ვართ!

ისე კი, ივანიშვილის რეპლიკა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული პოლიტიკის მოცემულობა, ისე გაფრთხილება ამერიკელებისათვის — «თუკი თქვენ განაგრძობთ სააკაშვილის მხარდაჭერას, მე ვერ უზრუნველვყოფ თქვენი ინტერესების განხორციელებას რეგიონში»…

 

«ნიუსფრონტი»