ამერიკელი კომპოზიტორი   95 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი გარდაცვალება ბარბადოსის პრემიერმინისტრმა მია ამორ მოტლიმ დაადასტურა, და მან წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა ხალხს იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც მათ ჰიმნი დაუწერა.

ირვინგ ბურგმა მომღერალ ჰარი ბელაფონტესთან ერთად აფრიკულკარიბული მუსიკალური სტილი კალიფსო მეინსტრიმად აქცია. 1950-იან წლებში სიმღერა Day-O ბევრ ამერიკულ ფილმსა და სარეკლამო ვიდეორგოლში მოხვდა, სიმღერა კოსმოსში ასტრონავტების მაღვიძარა მელოდიადაც კი გამოიყენეს.