„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ წევრებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,

„შეცვალეს“ აქციაზე „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით მივიდნენ — „გაყარეთ ესენი აქედან“, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საპატრულო პოლიცია ამ დრომდე ცდილობს ვითარების განმუხტვას და დაპირისპირებული მხარეების ადგილიდან გაყვანას.