რუსთაველზე გამთენიისას ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

დღეს, გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.

თავიდან დაპირისპირება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, ამის შემდეგ ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ახალგაზრდების ასაკი 20-დან 25 წლამდეა.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება