სოროსის ორგანიზაციები საქართველო-რუსეთს შორის ახალი სკანდალის გამოწვევას ცდილობენ

ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ ნაკვები ორგანიზაციების და მასმედიის ნაწილი ცდილობს, ბერლინში მოკლული ტერორისტული წარსულის მქონე ზელიმხან ხანგოშვილის საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი სკანდალის ასაგორებლად გამოიყენოს.

საუბარია ე. წ. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრზე” (“EMC”), “რონდელის ფონდზე” და ლიბერალურ რუპორზე, სახელწოდებით – “ნეტგაზეთი”. სწორედ ეს სოროსული პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკი ცდილობს, “რონდელის ფონდის” და “იემსის” ე. წ. “ექსპერტების” მეშვეობით საინფორმაციო ფონი შექმნას, რომ საქართველო თურმე არ იქცევა სწორად, როდესაც რუსეთს არ უპირისპირდება ბერლინში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ჩეჩენი ბოევიკის თუ ტერორისტის ლიკვიდაციის გამო. არგუმენტად ამ “ექსპერტებს” მოაქვთ ის, რომ გერმანიამ რუსეთს ბრალი დასდო ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არასაკმარის აქტიურობაში და ორი რუსი დიპლომატი გააძევა ბერლინიდან.

სოროსის ფონდის დაქირავებულ “ექსპერტებს” იმედი აქვთ, რომ “გერმანიის მიერ რუსეთის დიპლომატების გაძევებისა და საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს დადანაშაულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, დააფიქსიროს პოზიცია”. ისინი პარალელს ავლებენ სკრიპალების საქმესთან და იხსენებენ, რომ მაშინ საქართველომ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.

რონდელის ფონდის “ექსპერტი” შეუვალია: “[სიფრთხილე] არის არასწორი. რაც უნდა კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირო რუსეთთან, ამას მაინც მოჰყვება შემდგომი ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, ერთადერთი სწორი გზა არის პრინციპული პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით“ – ამბობს იგი.

რეალურად, “დასავლელმა პარტნიორებმა”, ამ შემთხვევაში – გერმანელებმა, ხანგოშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსი არ აღირსეს და მას ბოლომდე ეჭვით უყურებდნენ, როგორც ყოფილ ბოევიკს. მეტიც, ხანგოშვილს მალე გერმანიიდან გაძევება ემუქრებოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, განსხვავებით “ნეტგაზეთის” მიერ შემოპარებული სიცრუისგან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთს ბრალი მხოლოდ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში დასდო და არა ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში.

ამიტომ კარგი იქნება, ხელისუფლებამ ყური არ ათხოვოს სოროსელების მორიგ პროვოკაციას და რუსეთთან სიმშვიდე შეინარჩუნოს.

კომენტარები:

კომენტარის დამატება