ჰომოსექსუალი რიაბჩიი იჯდა საპატრიარქოს ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების გვერდით

უკრაინის .მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებას ცნობილი ლგბტაქტივისტი ესწრებოდა.

უკრაინაში ცნობილი ლგბტაქტივისტი და აშკარა ჰომოსექსუალი ივან რიაბჩიი(შემოქმედებითი ფსევდონიმი ივან ტიუსოდაესწრო “უკრაინის მართლმადიდებელიეკლესიის” (იგივე “ახალი ეკლესიის”) მღვდელმთავართა კრებასრომელიც 14 დეკემბერსკიევის სოფიის სახელობის ტაძარში ჩატარდა.

რიაბჩიი იჯდა “კრების” მონაწილეთა შორის _ “ახალი ეკლესიისა” და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების გვერდით. გლამურის “ვარსკვლავი” მაგიდის ბოლოს საპატიო ადგილას იყო მოთავსებული _ იმის საწინააღმდეგო მხარეს, სადაც იჯდა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი “მიტროპოლიტი” ეპიფანე (დუმენკო). ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რიაბჩიი ზის “მიტროპოლიტებს” _ სიმონსა (შოკალსკი) და დიმიტრის (რუდიუკი) შორისკიევის საპატრიარქოს ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეახსენეს, რომ უმაღლესი მღვდელმთავრების კრებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს _ ადამიანებს, რომლებსაც ბერობის აღთქმა აქვთ დადებული. “რიაბჩიი კი აშკარა ჰომოსექსუალია. ის მონაწილეობდა ყველა გეიაღლუმში, რომლებიც კიევში ჩატარდა, ახლა კი ის უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაშიც მონაწილეობს.

“რიაბჩიი _ ტიუსო, როგორც ჩანს, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიასთან დაახლოებული პირია და ყველა ღონისძიებას ესწრება”, _ ასე აფასებს ვითარებას უკრაინელი პუბლიცისტი ალექსანდრე ვოზნესენსკი.

“მე ასე მესმის, რომ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიაში მოთხოვნაა ჰომოსექსუალებზე, როგორც თანაშემწეებზე. რა უფლებით ესწრებოდა ჰომოსექსუალი უმაღლესი რანგის მღვდელმთვართა შეკრებას, რომელზეც დასწრება აკრძალული აქვს საერო პირს, და ვინ მიიყვანა ის იქ? “_ დაწერა ვოზნესენსკიმ სოციალურ ქსელში.

ვითარებას პიკანტურობას მატებს ისიც, რომ რიაბჩიი, როგორც უკრაინელი ნაციონალისტი ლიტერატურული გლამურიდან, ადრე დაახლოებული იყო “კიევის საპატრიარქოს” ხელმძღვანელობასთან. 2016 წელს “კიევის პატრიარქმა” ფილარეტმა (დენისენკომ) რიაბჩიი კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის “ორდენით” დააჯილდოვა “უკრაინაში სულიერების აღორძინებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.

წყარო: “საქართველო და მსოფლიო”

კომენტარები:

კომენტარის დამატება