“ირანის მოქალაქეების გეშინიათ და ამერიკისა – არა?” – გულბაათ რცხილაძე

აშშ-ირანის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე საქართველოში საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაისმა მოწოდება, რომ საქართველომ სასწრაფოდ შემოიღოს სავიზო რეჟიმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.

საზოგადოების ეს ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და ნებით თუ უნებურად, შეცდომაში შეჰყავს მთელი საზოგადოება. ირანის მოქალაქეებისათვის საქართველომ უკვე კარგა ხანია, სავიზო რეჟიმი აღადგინა, საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად ირანის მოქალაქეს ვიზა სჭირდება. საინტერესოა, რომ საქართველოს ამ არამეგობრულ ჟესტს ირანმა არაფრით უპასუხა და ჩვენს მოქალაქეებს ძველებურად, უვიზოდ შეუძლიათ ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთა.

აღსანიშნავი ამ ვითარებაში ერთია: როცა გაიძახიან, საქართველოს საფრთხე ექმნება ირანიდან შემოსული მოქალაქეების გამო, იმას რატომ აღარ ამატებენ, რომ ნაკლები თუ არა, მეტი საფრთხე მომდინარეობს ამერიკელი მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის ნებართვის გამო?! საქართველოში სიტუაციას აკონტროლებს ასობით ამერიკელი მზვერავი და ჯაშუში. ამათ რომ თავი გავანებოთ, პირდაპირ პროვოკატორებს აქვთ საშუალება, საქართველოს კარები ფეხით გააღონ. რაო, დაგავიწყდათ კრამერი და ბრაიზა? ასეთი, მაპატიეთ და, ნაგავი, როგორ უნდა შემოუშვას ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე?! ამათ ათასი ირანელი მირჩევნია ათასჯერ მეტად!

იქნებ მე ვცდები და, შემისწორეთ რამე, კონსერვატორო თანამემამულენო (მიშისტები და ანალოგიური ავადმყოფები ნუ გამომეხმაურებით)! მოითხოვეთ ამერიკის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება – საქართველოს მოქალაქეების 30 პროცენტზე მეტს ვიზას ეგენი მაინც არ აძლევენ. რაო, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ?

 

გულბაათ რცხილაძე

კომენტარები:

კომენტარის დამატება