უახლოეს ორ წელიწადში საავტომობილო ბაზარზე “რუსული პრადო” გამოვა

სიახლე საავტომობილო მარკა UAZ-ისაგან ანუ როდის უნდა ველოდოთ ახალ “რუსულ პრადოს” ულიანოვსკიდან?

საავტომობილო ბრენდი UAZ-ი 2020 წელს გეგმავს ახალი თაობის პრადოს ტიპის ჯიპის ავტომობილის შექმნას. ის შესაბამისად Toyota Land Cruiser Prado-ს კლასის მოდელის ტიპის, სრულიად ახალ პლატფორმაზე იქნება აწყობილი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,5 მილიონი რუსული რუბლი იქნება (დღევანდელი კურსით დოლართან მიმართებაში, მისი დაახლოებითი ფასი იქნება: 24,500 აშშ დოლარი).

როგორც ირკვევა, “რუსული პრადო” იქნება ღრმად მოდერნიზებული “UAZ პატრიოტი”-ს მოდიფიკაცია. მოდელი მიიღებს სრულიად ორიგინალურ და განსხვავებულ სახეს, ახალ 2.3 ლიტრიან ტურბო ძრავს, თანამედროვე სამუხრუჭე სისტემას და სხვა მრავალ სიახლეს, რაც რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე, პირველი სრული კომპლექტაციის ჯიპი იქნება!

UAZ–ის გენერალურმა დირექტორმა, ადილ შირინოვმა განაცხადა, რომ “რუსული პრადოს” დებიუტი დაახლოებით 2021 წლის ბოლოსათვის შედგება.

კომენტარები:

კომენტარის დამატება