ურწმუნო “ბედნიერი ერი”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებს, ვემზადოთ ქრისტეს მეორე მოსვლისთვის ისე, რომ ეს მეორედ მოსვლა თითქოს ხვალ იყოს მოსალოდნელი, საზოგადოების “გამოფეისბუკებული” ნაწილისაგან (ეს მცირე ნაწილი არ არის) მდარე იუმორი, ღლიცინი და ღმეჭა მოჰყვა. რას იზამ, როცა “ერს” არაფერი შეუძლია და მას ორთქლის გამოსაშვებად “ფეისბუკი” დაუტოვეს, იგი თავს მაინც ბედნიერად გრძნობს.

დიდი ილიას “ბედნიერი ერი” მარადიული ლექსია – მარადიული, სანამ ქართველები იარსებებენ. ამ არსებობას კი თავისი “ლიმიტი” აღმოაჩნდა და ყველაფერი ამ ლიმიტისკენ მიდის. გარდა იმისა, რომ ჩვენში დემოგრაფიული პრობლემა წლიდან წლამდე უფრო მწვავე ხდება, სიკვდილიანობა უკვე საგრძნობლად სჭარბობს შობადობას, ცოცხლად გადარჩენილები კი საზღვარგარეთ გარბიან, დარჩენილი “მართლმადიდებლები” სრულ უვიცობას და ურწმუნობას ავლენენ. არადა, გამოკითხვა რომ ჩაატარო თუნდაც წელიწადში 365-ჯერ, შედეგს მიიღებ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 90% მორწმუნე მართლმადიდებელია.

მაგრამ ვკითხოთ ამ “მორწმუნეებს”, რა არის მართლმადიდებელი ქრისტიანის მრწამსი, პასუხად ვერაფერს მივიღებთ. მით უმეტეს, ამ “მორწმუნეთა” კატეგორიას ზღაპარი ჰგონია ის, რაზეც პატრიარქი საუბრობს. ანუ ზღაპარი ჰგონია იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსი”. ზღაპარი ჰგონია სახარება, ბიბლია.

ჩვენს პატრიარქზე მოქილიკე დეგენერატები არად დაგიდევენ ამავე საკითხზე სხვა პატრიარქების შეგონებებსაც. მაგალითად, რუსეთის პატრიარქი კირილე მეორე 2017 წელს აფრთხილებდა მრევლს საშინელი სამსჯავროს მოახლოების შესახებ. “ბოლო ჟამის მოახლოება შეუიარაღებელი თვალით ხდება შესაძლებელი. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე ისტორიის საშინელი წამების მოახლოებას, რომელზეც საუბრობდა თავის “გამოცხადებაში” მოციქული და ევანგელისტი, იოანე ღვთისმეტყველი” – ბრძანა რუსეთის პატრიარქმა.

ახლა “ლიბერასტებს” ახალი “საშაყირო” თემა მივეცი – რუსეთის პატრიარქი, რომელიც ისეთივე “ბნელია”, როგორც საქართველოსი. კიდევ აჰყვება მათ ღლიცინს “ბედნიერი” ერი?

 

გულბაათ რცხილაძე

კომენტარები:

კომენტარის დამატება