ჩრდილოეთი ოსეთი თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლებს აანონსებს

ჩრდილოეთი ოსეთის აეროპორტში აპირებენ ახალი რეისის დამატებას თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ გამოაცხადა რესპუბლიკის მრეწველობის და ინდუსტრიის მინისტრმა ხიდარბეკი ბუტოვმა. ამის შესახებ ოსური მედია წერს.

 

„სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ დავამატოთ ახალი რეისი თვითმფრინავებზე თბილისის მიმართულებით, რადგან ბევრი სამუშაოები შესრულდა საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ოპერატორებისა და რაიონის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით.“ .

მინისტრის თქმით, ყველა თანახმაა, განხორციელდეს ფრენები ვლადიკავკასის აეროპორტიდან, რადგან ზამთრის პერიოდში ლარსზე გადასვლა ძალზე გართულებულია,- ნათქვამია ტრანსპორტისა და ინდუსტრიის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, იდეის განხორციელება ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო მუშაობა შეჩერდა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება