“სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე” და ვლადიმერ ხომერიკი სვანეთის მოსახლეობას შეხვდებიან

დღეს, 16 იანვარს, სვანეთში, კერძოდ კი ლენტეხში, გაიმართება ბიზნესმენ გოჩა პარუნაშვილის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე”-ს შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

"სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე" და ვლადიმერ ხომერიკი სვანეთის მოსახლეობას შეხვდებიან

სურათზე: ორგანიზაციის პრეზენტაცია ახალციხეში. წინა პლანზე – გოჩა პარუნაშვილი.

გოჩა პარუნაშვილთან ერთად იქნება მოსკოვიდან მოწვეული ქართველი პატრიოტი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი.

ლენტეხის მოსახლეობა ინტერესით ელოდება სხვა სტუმრებსაც, რომლებიც საქართველოს დიპლომატიური ჩიხიდან და გეოპოლიტიკური იზოლაციიდან გამოყვანაზე იმსჯელებენ, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ახლა იმყოფება.

ამ გზაზე უპირველეს ამოცანად ისახება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის გზით.