უნიკალური შემთხვევა – პრეზიდენტი პუტინი დაბლა იხრება და ყარაულს ქუდს ახურავს

უნიკალური შემთხვევა მოხდა ორიოდე დღის წინ პალესტინაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა საპატიო ყარაულის თანხლებით მიიღო.

ყარაულის ერთ-ერთ წევრს სამხედრო “ფურაჟკა” დაუვარდა. სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტი დაიხარა, ქუდი აიღო და ჯარისკაცს თავზე დაახურა, მოწონების ნიშნად კი ცერა თითი ასწია.

პუტინის ამ ჟესტმა პალესტინელებში აღფრთოვანება გამოიწვია. “რუსეთის პრეზიდენტმა პალესტინის გვარდიის მიმართ პატივისცემა გამოხატა!” – დაწერა პალესტინის ლიდერის პირადმა ფოტოგრაფმა ატიკმა ინტერნეტში და შემდეგი ვიდეო გამოაქვეყნა:

კომენტარები:

კომენტარის დამატება