საფრთხე უკრაინიდან, სადაც ჩინური ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის რეისების კონტროლი, შესაძლოა, მალე საკმარისი აღარ იყოს, ვინაიდან უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის საქალაქო ლაბორატორიული ცენტრი იუწყება, ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე.

სახელმწიფო ცენტრის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევაა წლის დასაწყისიდან. გამოკვლევის შედეგად აღებულმა 67-მა ნიმუშმა, პოლიმერაზული მეთოდის შედეგად, 12 დადებითი შედეგი აჩვენა.

«Грипп А (H1N1) – 3, грипп А нетипований – 1, грипп В – 3, аденовирус – 2, бокавирус – 1, короновирус – 1 и риновирус – 1»

– აღნიშნულია კიევის საქალაქო ლაბორატორიული ცენტრის უწყებაში.

უკრაინა მოუმზადებელია ასეთი გამოწვევისათვის. წინა პრეზიდენტის, პოროშენკოს მიერ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულმა ფსევდორეფორმატორმა, ამერიკიდან შემოგდებულმა უილიანა სუპრუნმა თავისი “რეფორმებით” ბეჭებზე დასცა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. მას უკრაინელებმა “დოქტორი სიკვდილი” შეარქვეს. სუპრუნის “რეფორმებიდან” ერთ-ერთია რუსული მედიკამენტების უკრაინაში შეტანის აკრძალვა მაშინ, როდესაც უკრაინა ამ მედიკამენტების ანალოგებს ვერ აწარმოებს, ხოლო დასავლური პრეპარატების შეძენის საშუალება არ გააჩნია.

 

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება