უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთისთვის ლვოვის დაბრუნებას აპირებს?

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც პოლონეთის ოფიციალურ შეფასებას ეთანხმება მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით – დამნაშავე, გერმანიასთან ერთად, თურმე საბჭოთა კავშირიც ყოფილა.

ზელენსკის თქმით, პოლონეთმა თავის თავზე პირველმა იგრძნო “ტოტალიტარული რეჟიმების შეთქმულების” შედეგები. “ამან გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი და საშუალება მისცა ნაცისტებს, აემოქმედებინათ მომაკვდინებელი ჰოლოკოსტი” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ (არც ზელენსკი, არც დუდა, ისრაელში ჰოლოკოსტის დღეებთან დაკავშირებით, არ იმყოფებოდნენ, განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტ პუტინისაგან, რომელმაც ბრწყინვალე ვიზიტი ჩაატარა).

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს პოლონეთისთვის “ტოტალიტარული რეჟიმების შეთქმულება” – ამ ე. წ. “შეთქმულების” წყალობით, სტალინმა დღევანდელი უკრაინის დასავლეთი ნაწილი, ლვოვის ჩათვლით, რომელიც პოლონეთს ჰქონდა მიტაცებული, უკრაინას შემოუერთა. სწორედ უკრაინის ეს დასავლეთი ნაწილი “პატრიოტობს” დღეს ყველაზე მეტად.

მზად არიან წარმოშობით ებრაელი ზელენსკი და მისი უკრაინელი ამომრჩევლები, პოლონეთს ლვოვი და უკრაინის დასავლეთი ნაწილი დაუბრუნონ?! – ეს კითხვა ჯერ-ჯერობით ღიად რჩება.

კომენტარები:

კომენტარის დამატება