უკრაინა უარს აცხადებს პენსიები გადაუხადოს ხალხს, რომელსაც თავის მოქალაქეებად მიიჩნევს

დონბასის მოსახლეობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის და უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეებისგან შედგება, უკვე ხუთი წელიწადია, არ იღებს უკრაინიდან პენსიებს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებებს.

უკრაინა უარს აცხადებს პენსიები გადაუხადოს ხალხს, რომელსაც თავის მოქალაქეებად მიიჩნევს

უკრაინისა და დონბასის რესპუბლიკების – დნრ და ლნრ-ის მომლაპარაკებელთა საკონტაქტო ჯგუფმა ეს პრობლემა კიდევ ერთხელ განიხილა, შედგა საქმიანი დიალოგი, მაგრამ თავისი ვალდებულებების შესრულებაზე ოფიციალური კიევი უარს ამბობს და ამ მხრივ პროგრესი არ არის.

შესაბამისად, რაც დრო გადის, უკრაინა თავად კარგავს ბერკეტებს ამბოხებულ რეგიონზე და იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის განცდას, რომ უკრაინული სახელმწიფო მათ მიმართ გულგრილად არის განწყობილი.