რა უფლებით მალავს საზღვაო-სანაოსნო სააგენტო ხარჯებს საზოგადოებისგან?!

ქ-ნ თამარ იოსელიანი საზღვაო-სანაოსნოს სააგენტოს დირექტორად დანიშვნის დღიდან გვიანონსებს, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ საერთაშორისო ნაოსნობა ქართული დროშით შედგება. საერთაშორისო ნაოსნობის რა მოგახსსენოთ, მაგრამ საერთაშორის მივლინებები კი მრავლად არის მის ანგარიშზე.

სურათზე: თამარ იოსელიანი თავის მოადგილეებთან ერთად

სახელმწიფოში, სადაც მარტო ერთ რეგიონში 11 000 მეზღვაური გვყავს და ორი სტრატეგუული პორტის პატრონები ვართ, (მესამე კი შენდება) არც ერთი გემთმფლობელი არ გვყავს, ქართველი მეზღვაურები კი დასაქმებას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. საზღვაო სააგენტო,რომელიც ბიუჯეტიდან 10 მილიონით ფინანსდება, ვერც ჩვენი მეზღვაურების დასქმებას უზრუნველყოფს და, მით უმეტეს, ვერც მათ პატრონობას ქვეყნის გარეთ.

დღითიდღე ძვირდება კურსდამთავრებულების სერთიფიკატები, რომელთა გადამზადებასაც კი ვერ ახერხებს სააგენტო ან სად უნდა გადაამზადონ ? საზღვაო აკადემიას ერთი ჟანგიანი ძირგამომპალი გემი ჰყავს – ”კადეტი”, რომელზეც არაერთი დასკვნა არსებობს, რომ სახიფათოა კურსანტების ამ გემით გადაადგილება.

საზღვაო სატრანსპორტოს ოფიციალურ საიტზე (http://mta.gov.ge/) თუ შეხვალთ, მიხვდებით, თუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის ფული თამარ იოსელიანის პრემია-დანამატებში, მივლინებებში, ა-ლა ფუშტებსა და გაურკვეველ შესყიდვებში.

ყველაზე საგულისხმო კი აქ საჯარო ინფორმაციის ნაწილი გახლავთ, რომელიც არ განახლებულა 2018 წლის შემდეგ, ანუ სააგენტო უკვე აღარც ასაჯაროებს ხარჯებს! მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია-საშუალებებს: გაირკვიეთ საკითხში და დაინტერესდით კანონდარღვევით, საჯარო ინფორმაციის დამალვის ნაწილში!

პროკურატურას და აუდიტის სამსახურს კი თავიანთი სპეციფიკის ბევრი საინტერესო რამ დახვდებათ უწყებაში.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი,

         ბათუმი

კომენტარები:

კომენტარის დამატება