ლიბერალები აჭარაში ახალ ანტირუსულ პროვოკაციას იდეურად ამზადებენ

როგორც ჩანს, “ნაციონალებთან” და “ევრონაცებთან” აფილირებული მასმედია ახალ ანტირუსულ (სინამდვილეში – ანტიქართულ) პროვოკაციას ამზადებს იდეურად. თბილისის 20 ივნისის ამბებიც არ მომხდარა სპონტანურად, მას წინ უძღოდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანია რუსული ინვესტიციების და რუსეთიდან მომდინარე სხვა ვითომ-საფრთხეების წინააღმდეგ.

”რუსული ინვესტიციები აჭარაში ” – ამ სათაურით გაზეთი “ბათუმელები” და “ნეთგაზეთი” აქვეყნებენ სტატიებს და წუხან, როგორ აბანდებს რუსეთი საქართველოში ინვესტიციებს.

სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული სააგენტოების ამ სტატიებს “ნაცების” ვნებათაღელვა მოსდევს და მათ ახლა უკვე ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით გახსნილი ლიბერალური მედია სიუჟეტს სიუჟეტზე ამზადებს, ყველანი ერთად კი გულმხურვალედ აპროტესტებს “ოკუპანტი სახელმწიფოდან შემოსულ ინვესტიციებს”
ეს პუბლიკაცია-სიუჟეტებიც, თქმა არ უნდა, ერთი დიდი აბსურდია.

პატარა ექსკურსს მოგიწყობთ წარსულში …

არსად ისმოდა არც ერთი ზემოთ ხსენებული მედიასაშუალების თუ ჟურნალისტის ხმა მაშინ, როდესაც ბათუმის პორტს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახებზე ასხვისებდა, თან ომიდან ერთ წელიწადში. პორტის შემთხვევაში კი სასარგებლო ინვესტიცებს ადგილი არ ჰქონდა, განსხვავებით ამ პროექტისა, რომელიც დასაქმების და ბიუჯეტის ზრდის პერსპექტივებს ქმნის.

სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზე წაუყრუა მიკერძოებულმა მედიამ, რომელიც მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” ხელში იყო ჩავარდნილი.

ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს თურქული ინვესტიციების ზრდა რეგიონში რომელიც თურქულ იმპერიალიზმს ემსახურება. იდიოტური რუსოფობიის სენით შეპყრობილი ჟურნალისტები კი ტენდენციურობას გამოხატავენ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებში დანახული საფრთხით.

სააკაშვილმა, 20 000 თურქს დაურიგა მოქალაქეობა და აჭარა დავიბრუნეო, გვახარა, თურქულ ინვესტიცებს თურქული კვარტლები მოჰყვა, ბათუმში ოკუპანტებზე კი რაც ჩასაბარებელი იყო აჭარიდან დაწყებული კოდორის ხეობამდე დასრულებული, ყველა სტრატეგიული ობიექტი ლანგრით მიართვა რუსულ კომპანიებს.

P.S. ძვირფასო ჟურნალისტებო, ტურისტების ძირითადი რაოდენობა რუსეთიდან შემოდის, მათ თუ რუსული ინვესტიციებიც შემოჰყვება, მოხარულები ვიქნებით! აჭარის ნამდვილ საფრთხეზე კი ცალსახად ვთანხმდებით საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი და ეს საფრთხე პირველ რიგში თურქეთია, რომელიც არ მალავს თავის ინტერესებს რეგიონში, რუსულ ინვესტიციებს კი სწორედ, რომ თურქულის საპირწონედ განვიხილავთ!

 

ირაკლი ჯანყარაშვილი,

       ბათუმი

კომენტარები:

კომენტარის დამატება