”ამერიკულ საწამლავსაც დავლევ, რუსული კი ედემის ბაღიც არ მინდა” ანუ ვაი-პატრიოტები ბათუმს წამლავენ

2019 წლის იანვარი ბათუმში პროტესტით დაიწყო. ბათუმელებმა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა, გააპროტესტა. როგორც ხელისუფლება გვიხსნიდა, ქიმიური ტერმინალი – ე. წ. კარბამიდის ტერმინალი ამერიკულ კომპანია ”ტრამოს” უნდა აეშენებინა ანუ ინვესტიციაც, შესაბამისად, ამერიკული გამოდიოდა.

''ამერიკულ საწამლავსაც დავლევ, რუსული კი ედემის ბაღიც არ მინდა'' ანუ ვაი-პატრიოტები ბათუმს წამლავენ

კარბამიდის ტერმინალის ხელშეკრულება გაასაიდუმლოეს და საზოგადოებას განუცხადეს,რომ ტერმინალში მხოლოდ კარბამიდი დასაწყობდებოდა და ბათუმის გავლით ევროპაში გადაიზიდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ”აღნაგობის ხელშეკრულებაში”, რომლის მოპოვებაც შევძელით, კარბამიდთან ერთად 13 დასახელების სხვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ნივთიერება იყო ნახსენები, მაგ: როგორიცაა, ამონიუმ-ნიტრატი, ამიაკის სელიტრა, გოგირდი.

როგორც დასავლურ დემოკრატიას შეშვენის, საზოგადოებაშიც ჩატარდა გამოკითხვა და თვითმმართველი ქალაქის მცხოვრებლებს ვკითხეთ, სურდათ თუ არა ”ქიმიური ტერმინალი ქალაქში”. პასუხი ცალსახად ერთი იყო და ეს პასუხი ჩვენს ხელისუფლებას და ე. წ. ინვესტორებს არ მოსწონდათ.

30 000-მა ბათუმელმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მათ არა ინდუსტრიული, არამედ ტურისტული ბათუმი სურდათ, ქალაქში კი მათთვის ეკოლოგიის დამაბინძურებელ და ჯანმრთელობისთვის საზიანო ტერმინალს არ ისურვებდნენ.

ხელმოწერების შეგროვებასთან ერთად აქციებიც ეწყობოდა და ბათუმელები მოუწოდებდენენ ხელისუფლებას, მათთვის მოესმინათ და ქალაქის იერსახისთვის, ეკოლოგიისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

დასავლური ინვესტიციის სახელით, ხელისუფლებამ დასავლურ დემოკრატიასაც და საკუთარ ხალხსაც უღალატა.

კომპანია “ვონდერნეტი” 2020 წელს დაასრულებს ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 55 მეტრში მდებარეობს, მსგავსი ტერმიბალების აფეთქების გამოცდილება კი ამერიკაშიც და ევროპაშიც აქვთ, სადაც განსხვავებით ბათუმისა უსაფრთხოების ზომები გაცილებით უკეთ არის დაცული.

წინა კვირას ლიბერალური მედია მოიცვა რუსული ინვესტიციებით აღშფოთებულმა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა და კიდევ უფრო აღშფოთებულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მქუხარედ აპრპტესტებდნენ უწყინარი და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად სარფიან ინვესტიციას, სასტუმრო კომპლექსების სახით. ანუ რა გამოდის: რადგან ინევსტიცია შესაძლოა, რუსულია და ის არაფერს არ აზარალებს, არამედ პირიქით, სასარგებლოა, მიუხედავად ამისა – უნდა დავგმოთ ?

და თუ დასავლური კომპანიებად გასაღებული “ტრამო” და მსგავსი “ვონდერნეტები” ქიმიურ ტერმინალებს აგვიშნებენ, რომელთაც საზოგადოება ეწინააღმდეგება და ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, მიუხედავად ამისა, რადგანაც დასავლურია, უნდა ავღფრთოვანდეთ და ხმის ამოღება კი ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს …

P.S. რუსოფობიის იდიოტურმა გამოვლინებებმა უკვე სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის დამაზიანებელი ფორმები მიიღო და ის ჩვენი საზოგადოებისგან ცდილობს შექმნას მედასავლეთე ზომბები.

”ამერიკულ საწამლავსაც დავლევ, რუსული კი ედემის ბაღიც არ მინდა…”

 

ირაკლი ჯანყარაშვილი