ჰაბიბი: “100 მილიონის სანაცვლოდ კიდევ ვცემო ეს სულელი კონორი?”

შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის, UFC -ის ჩემპიონმა, რუსეთის წარმომადგენელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა დიდი პრესკონფერენცია გამართა მოსკოვში. “ნიუსფრონტი-საქართველო” გთავაზობთ მისი პასუხებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს:

კონორ მაკგრეგორთან განმეორებითი შეხვედრის თაობაზე:

”მე არ მაინტერესებს მაკგრეგორთან შეხვედრა. თუ 100 მილიონ დოლარს შემომთავაზებენ? ბევრი სპორტია, სადაც შეიძლება, ჩაიდოს ამგვარი თანხები. რატომ მჭირდება 100 მილიონი, რომ კიდევ ერთხელ გავლახო ეს სულელი? ”

”ისინი /მაკგრეგორის შტაბი/ აქტიურად მუშაობენ რევანშის გამართვაზე და იყენებენ ყველა მომენტს, სად, რა და როგორ თქვან. ისინი ერთი თვის განმავლობაში აწყობენ ორ ჩხუბს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი რევანში მოაწყონ, კიდევ ერთი წლის მანძილზე გაწელავენ. ფულს რაც შეეხება, კონორმა უმჯობესია, თავისი ფული ითვალოს ”.

იმის შესახებ, რომ ფანების ნაწილს ჰაბიბის დამარცხება სურს:

”სტატისტიკას არ ვატარებ, ვის მომწონს და ვინ – არა. ისინი ჩემს მსოფლმხედველობას უყურებენ თავიანთი თვალსაწიერიდან. მე არ ვამბობ, რომ ვყველას უნდა მოვწონდე. მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებ, რაც იმაში გამოიხატება, რომ გავდივარ ოქტაგონში და მეტოქეს ვცემ. სულ ესაა. როდესაც ჩემპიონობას მოიპოვებ, პოპულარული ხდები, ამის შემდეგ ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას – არა. და როცა დამარცხება არ გაქვს, ყოველთვის საინტერესოა, როგორ დაამარცხებენ დაუმარცხებელს, ჩემპიონის წაქცევა სანახაობრივი იქნება. მათი რაოდენობა, ვისაც სურს, რომ მუდმივად მოიგო, პროცენტულად ალბათ 15-20 პროცენტს არ აღემატება”.

ფიოდორ ემელიანენკოსთან შედარების თაობაზე:

”ეს უსამართლოა, რადგან ჩვენ სხვადასხვა დროს ვასპარეზობდით. ფიოდორი სათავეებთან იდგა. მისი დრო Pride-ში იყო, მე UFC-ში მაღაროში გამოვდივარ. ორივე ჩვენგანმა მივაღწიეთ დიდ წარმატებას, მაგრამ პირველ რიგში ემელიანენკოს ვაღიარებ. ამის არ მრცხვენია. მან ძალიან გრძელი გზა განვლო. ეს არის პირველი ადამიანი რუსეთიდან, რომელმაც MMA-ში ბევრი რამეს მიაღწია. საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებულმა ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში ფიოდორის წყალობით დაიწყო საუბარი რუსეთზე, როგორც მებრძოლების სამშობლოზე. მე მხარს ვუჭერ ამ ტენდენციას და არ ვარ ხელოვნურად მოკრძალებული, ამას ნამდვილად ასე ვფიქრობ ”.

კომენტარები:

კომენტარის დამატება