ნგრევა და “ოკუპაცია” იდიოტური რუსოფობიის ფონზე გრძელდება

რას ვუპირისპირებთ ოკუპაციას ? – იდიოტურ რუსოფობიას! რუსოფობია – “შიში რუსულის, რუსების წინაშე” -ანუ ჩვენ ჩვენი მთავარ მტრად გამოცხადებულის გვეშინია?

საქართველოს ოკუპაციის უსაზღვრო გამოცდილება აქვს და მტრებთან გამკლავების დიდოსტატები ვართ, საჭირო დროს სისხლსაც ვღვრიდით და დიპლომატიის ხელოვნებასაც ვაზიარებდით ჩვენ დაუძინებელ მტრებს, მაგარამ ეს მაშინ იყო, შარვლისკენ ხელს ხმლის ამოსაღებად ვიშვერდით და არა მის ჩასახდელად.
თრიაქით რომ არ ვთვრებოდით და მენივთეობის სენით დასნეულები განსაცდელში სასოწარკვეთილებას რომ არ მივეცემოდით.

რომელმა თაობამ უნდა ნახოს გაბრწყინებული საქართველო ? უმცირესობების ქვეყანად რომ აღიქვამს თავს, თუ ბრიუსელ-ვაშინგტონს დაჩოქილი რომ ევედრება – შენს ნაწილად მიგვიღე, ჩვენც ევროპელები ვართ და სულ ფეხზე გვკიდია გეოპოლიტიკა, სტრატეგიული მდებარეობაც და ჩვენი რესურსებიც, რომლის გამოყენების არც ჭკუა და არც გონება აღარ შეგვრჩენია.

მთავარია, ჩვენთან ლეგალიზებულია ყველაფერი.

გარყვნილებაც არ არის პრობლემა, ბორდელებში და კაზინოებში ჩავიხრჩობით, ოღონდ ევროპელებად გვაღიარეთ.

მართლმადიდებლობასაც დავგმობთ და გეი-წყვილების ბიუსტებს დავდგამთ, ტრანსგენდერებს კი ეროვნულ გმირებად გამოვაცხადებთ, აჭარას თურქებს დავუთმობთ დედაქალაქს ირანელებით, არაბებით, ჩინელებით გავავსებთ, დემოგრაფიულ პრობლემაზე კი ვინც ისაუბრებს, ქსენიფობებად გამოვაცხადებთ.

ქართულ სოფელს დავანგრევთ, ქართულ მიწას კი ყველა მსურველს მივყიდით…

კიდევ რას ვუპირისპირებთ ოკუპაციას?!..

 

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები:

კომენტარის დამატება