მაიკ პომპეო: “ყირიმი უკრაინამ სამუდამოდ დაკარგა!”

უკრაინის დედაქალაქ კიევში 31 იანვარს ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე სენსაციური განცხადება გააკეთა:

“ყირიმი დაკარგულია. მსოფლიო მოთამაშეებს ეს ესმით. უკრაინამ დათმო ყირიმი, ხოლო რუსეთი მათ რიცხვს არ განეკუთვნება, ვისაც რამეს წაართმევ” – სწორედ ასე განაცხადა პომპეომ უკრაინული გამოცემა “HB”-ის ინფორმაციის თანახმად.

აღნიშნული განცხადება პომპეომ გააკეთა ყირიმელ აქტივისტ ემინა ჯაფაროვასთან შეხვედრის ფარგლებში. ჯაფაროვამ ამერიკული დიპლომატიის მეთაურს სთხოვა, ყირიმი “აშშ-ის პოლიტიკის თვალსაწიერში” ჰქონდეს და ორგანიზება გაუკეთოს ყირიმის შესახებ კონფერენციას ვაშინგტონში. პომპეოსგან კი ჯაფაროვამ ის პასუხი მიიღო, რაც ზემოთ იხილეთ.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება