“ოკუპირებულ” ყირიმში მილიონზე მეტმა უკრაინელმა დაისვენა

1 მილიონ 100 ათასი უკრაინის მოქალაქე ეწვია ყირიმს დასვენების მიზნით, 2019 წელს. ეს 100 ათასით მეტია, ვიდრე 2018 წელს იყო.

მონაცემებს ყირიმის რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინელები დამსვენებელთა შორის, რაოდენობით ლიდერობენ.

დასვენებისთვის ყირიმში ყველაზე უფრო პოპულარული ადგილია იალტა, ნახევარკუნძულის ამ სამხრეთ კონცხზე ტურისტების 58,3% -მა დაისვენა.

პოლიტიკური დაძაბულობის და რუსეთის უკრაინაში “ოკუპანტობის” მიუხედავად, რიგითი უკრაინელები არ ინტერესდებიან პოლიტიკური ინტრიგებით და ჩვეულებრივ ჩადიან რუსეთის ყირიმში, სადაც მათ არავინ ერჩის – პირიქით, ემსახურებიან ტურისტული ინდუსტრიის ყველა პირობის დაცვით.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება