ერდოღან-ალიევის სიამტკბილობა გაგრძელდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიიპ ერდოღანმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს და მას შემდგარ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ ერდოღანმა პარტია “იენი აზერბაიჯანის” (“ახალი აზერბაიჯანი”) გამარჯვება მიულოცა ალიევს და ახალ პარლამენტს წარმატებული მუშაობა უსურვა. ორი პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ უახლოეს ხანში განაახლებენ ორმხრივ კონტაქტებს.

ეგზიტ-პოლების მიხედვით, მმართველი პარტია 125-კაციან პარლამენტში, სულ მცირე, 69 ადგილს დაიკავებს.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება