“დაიმლერ-ბენცი” იძულებულია, ფული დაზოგოს

ეკონომიის რეჟიმში გადადის გერმანიის ავტოწარმოების გიგანტი “დაიმლერ-ბენცი”. მიზეზი – გასულ წელს მოგების განმეორებითი კლებაა.

დაზოგვა მიიღწევა ნაკლებად კომპლექსური პროდუქციის გამოშვებით, მაგრამ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაც გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ “დაიმლერ-ბენცის” ახალმა შეფმა, შვედმა ოლა კელენიუსმა განაცხადა შტუტგარტში გამართულ ბრიფინგზე.

კელენიუსმა, რომელმაც გასულ წელს “დაიმლერ-ბენცში” დიტერ ცეტშეს ნაცვლად მოვიდა, ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას სამი მძიმე წელი ელის წინ. “ჩვენ ამ სირთულეებს დავძლევთ” – პირობა დადო “მერსედესის” მარკის გამომშვები კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა კელენიუსმა.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება