13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

UNESCO-ს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება