ისაო, ესაო, მაგრამ… არაო – ქართველების დასაქმება გერმანიაში, რა თქმა უნდა, ბლეფი აღმოჩნდა

ანგელა მერკელის მიერ თბილისში ვიზიტისას გადმოსროლილი დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლება მიეცემოდათ, ფორმალურად შესრულდა, მაგრამ რეალურად შეუსრულებადი აღმოჩნდა. ამას აღიარებს სოროსულ-პროდასავლური, უხვად დაფინანსებული ბულვარული რესურსი “ამბები”.

სურათზე: მერკელი ხელით საიდუმლო სიმბოლოს გვიჩვენებს, რომელსაც ჰქვია “Nein!”

კერძოდ, “ამბების” სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიას ძირითადად მაღალკვალიფიციური კომპიუტერის სპეციალისტები სჭირდება, ასევე მაღალკვალიფიციური ექიმები. ქართველებს კი ამ თვალსაზრისით კონკურენციის შანსი არ აქვთ. გარდა ამისა:

“ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით”.

ყველაფერი გამართლებაზე იქნება, შემთხვევით რამეს თუ იშოვნით საიტზე და ისიც, საკონსულო ან მოგცემთ ნებართვას ან არა:

“გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლო­ბო პა­ლა­ტე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ვებ-გვერ­დზე anerkennung-in-deutschland.de მსურ­ველს შე­უძ­ლია ჩა­წე­როს თა­ვი­სი პრო­ფე­სია და მი­უ­თი­თოს ად­გი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც სურს და­საქ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც ვებ-გვერ­დი უჩ­ვე­ნებს, თუ რო­მე­ლი გერ­მა­ნუ­ლი უწყე­ბაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის” – გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე გვი­თხრეს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ან გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, უნდა მი­მარ­თონ გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს, შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზა­ზე და წა­რად­გი­ნონ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის შექ­მნი­ლია და­საქ­მე­ბის პორ­ტა­ლი Make it in Germany, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და ის პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა.

AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე კონ­სულ­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს გერ­მა­ნი­ის შრო­მის ფე­დე­რა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავს დამ­საქ­მე­ბე­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დამ­საქ­მე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებს გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს და ის გას­ცემს და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­ზე შე­სა­ბა­მის ვი­ზას”.

კომენტარები:

კომენტარის დამატება